restaurantმიმტანის ტერმინალი · სამზარეულო · მართვა

შეკვეთა მაგიდასთან. ხაჭაპური — ხაჭაპურის ცომთან, მწვადი — მემწვადესთან.

მიმტანი სენსორულ ეკრანზე მაგიდას ირჩევს და შეკვეთას იღებს. ერთი ღილაკი — და თითო სპეციალისტის თერმო პრინტერზე მხოლოდ მისი ნაწილი იბეჭდება. მზადაა — მიმტანის ეკრანზე ჩანს; სტუმარი ითხოვს ანგარიშს — წინასწარი ჩეკი, მერე ნაღდი ან ბარათი.

  • ინსტალაციის გარეშე — ბრაუზერში
  • ქართულად იბეჭდება ნებისმიერ თერმო პრინტერზე
  • მიმტანს ელფოსტა არ სჭირდება — PIN
მიმტანის ტერმინალი: მაგიდა 1, შეკვეთილი კერძები სტატუსით და ფასით, მარცხნივ კატეგორიები და კერძების დიდი ღილაკები
  • 1 ღილაკიშეკვეთა ყველა სადგურზე ერთდროულად
  • ქართულადბილეთები იბეჭდება გამოსახულებად — ქართული შრიფტის გარეშეც
  • მენეჯერის PINგაგზავნილის გაუქმება და ფასდაკლება — დასტურით
  • დღის დახურვასალარო, ბანკის ტერმინალი და Z-ანგარიში — ერთ ეკრანზე

შესაძლებლობები

დარბაზიდან სამზარეულომდე და სალარომდე

ყველაფერი, რაც მიმტანს, სამზარეულოს და მენეჯერს ცვლის განმავლობაში სჭირდება — სენსორული ეკრანისთვის დიდი ღილაკებით.

შეკვეთის ეკრანი

რეალური ეკრანისატესტო რესტორნის მონაცემები

მაგიდების გაერთიანება და დაშლა

დიდ სუფრაზე მაგიდები ერთ ანგარიშზე უერთდება; სტუმრები წავიდნენ — მაგიდა გამოიყოფა, კერძები ანგარიშზე რჩება. ანგარიშის გადატანა, ორი ანგარიშის გაერთიანება.

ცალ-ცალკე გადახდა

არჩეული კერძები (ან რაოდენობის ნაწილი) ახალ ანგარიშზე გადადის. ერთ ანგარიშზე რამდენიმე გადახდა — ნაწილი ბარათით, ნაწილი ნაღდით.

მეორე კერძი — მოგვიანებით

მწვადი შეიძლება „შეჩერდეს“: სამზარეულოში მაშინ წავა, როცა მიმტანი „გაშვებას“ დააჭერს.

გაუქმება — მიზეზით და დასტურით

ჯერ არ გაგზავნილი კერძი თავისუფლად იშლება; გაგზავნილის გაუქმებას მენეჯერის PIN სჭირდება და სამზარეულოში „გაუქმების“ ბილეთი იბეჭდება.

სტოპ-სია და დანამატები

დამთავრებული კერძი ერთი შეხებით „სტოპ-სიაში“ გადადის. დანამატები ფასით: „+ კვერცხი“, „ორმაგი ყველი“ — ბილეთზეც იბეჭდება.

ყოველი მოქმედება ჟურნალში

ვინ გახსნა, გააგზავნა, გააუქმა, ვინ დაადასტურა და როდის — ანგარიშები მიმტანების, კერძებისა და სადგურების მიხედვით.

სამზარეულო და ბეჭდვა

თითო სპეციალისტს — მხოლოდ თავისი ბილეთი

კატეგორია მიბმულია სადგურზე („ცომეული“ → ხაჭაპურის სპეციალისტი, „მწვადი“ → მემწვადე, „სასმელი“ → ბარი). გაგზავნისას ერთი შეკვეთა სადგურებად იყოფა და თითო ბილეთი თავის პრინტერზე იბეჭდება — ხმოვანი სიგნალით.

ხაჭაპურის სადგურის ბილეთი: მაგიდა 1, 2 × ხაჭაპური აჭარული, კარგად შემწვარი
ხაჭაპურის პრინტერი — 80 მმ
წინასწარი ანგარიში: კერძები, ჯამი, „არ არის ფისკალური ჩეკი“
წინასწარი ანგარიში — დარბაზის პრინტერი

როგორ მუშაობს ბეჭდვა

  • ნებისმიერი ESC/POS თერმო პრინტერი ქსელის პორტით (LAN ან Wi-Fi), 58 ან 80 მმ.
  • ქართული ტექსტი იბეჭდება გამოსახულებად — პრინტერს ქართული შრიფტი არ სჭირდება.
  • რესტორნის ქსელში პატარა პროგრამა (აგენტი) ბილეთებს სერვერიდან იღებს და პრინტერს აწვდის; ინტერნეტი რომ გაითიშოს, ბილეთები რიგში ელოდება.
  • პრინტერი არ პასუხობს — მიმტანის ეკრანზე ჩნდება გაფრთხილება; თუ სადგურს სათადარიგო პრინტერი აქვს, ბილეთი მასზე თავად გადადის.
  • სამზარეულოს ეკრანი — პრინტერის ნაცვლად ან მასთან ერთად: „მზადაა“ მიმტანს ეცნობება.

როლები

ვინ რას აკეთებს

მიმტანი ტერმინალზე პირადი PIN-ით შედის — ელფოსტა და ანგარიში არ სჭირდება. მენეჯერი და დირექტორი მართვის პანელში ერთიანი id.eaudit.ge ანგარიშით შედიან.

დირექტორი / ადმინისტრატორი

მართვის პანელი + ტერმინალი
  • ამატებს მიმტანებს, მენეჯერებს და ადმინისტრატორებს
  • მენიუ, ფასები, დანამატები, სადგურები
  • დარბაზები და მაგიდები გეგმაზე
  • პრინტერები, ტერმინალები, პარამეტრები, ჟურნალი

მენეჯერი

მართვის პანელი + ტერმინალი
  • ნებისმიერი მაგიდა და ანგარიში
  • გაუქმება, ფასდაკლება, გადახდის გაუქმება — PIN-ით
  • ანგარიშის სხვა მიმტანზე გადაცემა, სტოპ-სია
  • დღის დახურვა და ანგარიშები

მიმტანი

მხოლოდ ტერმინალი, PIN
  • მაგიდის გახსნა, შეკვეთა, გაგზავნა
  • მაგიდების გაერთიანება და გაყოფა
  • წინასწარი ჩეკი და გადახდა
  • „მზადაა“ — კერძის მიტანა

აღჭურვილობა

რა გჭირდებათ დასაწყებად

  • ტერმინალი — ნებისმიერი სენსორული ეკრანი ან პლანშეტი Chrome-ით; ადმინისტრატორი ერთჯერადი კოდით აწყვილებს.
  • თერმო პრინტერები — ქსელური (LAN/Wi-Fi) ESC/POS პრინტერი თითო სადგურზე და ერთი დარბაზისთვის (წინასწარი ჩეკი).
  • პატარა კომპიუტერი რესტორნის ქსელში (ან Raspberry Pi) ბეჭდვის აგენტისთვის.
  • სალარო აპარატი და საბანკო ტერმინალი — თქვენი არსებული: ფისკალურ ჩეკს მიმტანი აპარატიდან ბეჭდავს, სისტემა ინიშნავს, რომ ჩეკი ამობეჭდილია; დღის დახურვისას Z-ანგარიში და ბანკის ჯამი შედარდება.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რამე უნდა დავაინსტალირო?

ტერმინალზე და მართვის პანელისთვის — არა, ყველაფერი ბრაუზერში მუშაობს. პრინტერებისთვის რესტორნის ქსელში ერთ კომპიუტერზე პატარა ბეჭდვის აგენტი ეშვება.

ჩვენი პრინტერი ქართულს არ ბეჭდავს — იმუშავებს?

დიახ. ბილეთი იბეჭდება გამოსახულებად (raster), ამიტომ პრინტერის შრიფტს მნიშვნელობა არ აქვს; საკმარისია ESC/POS და ქსელის პორტი.

მიმტანს ანგარიში სჭირდება?

არა. ადმინისტრატორი მიმტანს ამატებს სახელით და PIN-ით; მიმტანი ტერმინალზე PIN-ით შედის, უმოქმედობისას ეკრანი თავად იკეტება.

რა ხდება, თუ ინტერნეტი გაითიშა?

ტერმინალს სერვერთან კავშირი სჭირდება. პრინტერისთვის განკუთვნილი ბილეთები სერვერზე რიგში ელოდება და კავშირის აღდგენისთანავე იბეჭდება.

ფისკალური ჩეკი როგორ იბეჭდება?

თქვენი სალარო აპარატიდან, როგორც ახლა. სისტემა წინასწარ ანგარიშს ბეჭდავს და ინიშნავს, რომ ფისკალური ჩეკი ამობეჭდილია, დღის დახურვისას კი Z-ანგარიშის ჯამს შეადარებს.

დემო

ვაჩვენოთ თქვენს რესტორანზე

მოგვწერეთ რამდენი მაგიდა და სადგური გაქვთ — მოგიწყობთ რესტორანს, შევიტანთ მენიუს და ერთად გავუშვებთ პირველ ცვლას.

  • mail@eaudit.geმოგვწერეთ პირდაპირ ან ფორმიდან.
  • ფორმა არაფერს აგზავნისღილაკი თქვენს ფოსტის პროგრამას ხსნის — წერილს თქვენ აგზავნით.